ორი მოქალაქე ადგილობრივმა მაშველებმა ბაკურიანში, დიდველის გზაზე დაახლოებით 23:00 საათისთვის იპოვეს, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი - სოფიო კობაიძე ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს. კობაიძე ტელეკომპანია "ბორჯომთან" აცხადებს, რომ ორ მოქალაქეს, რომელსაც გზა ნისლში აებნათ, მაგთის ოფისის თანამშრომლები იყვნენ. დაკარგულებმა დასახმარებლად 112-ზე დარეკეს და სამაშველო ჯგუფი ადგილზე მალევე გამოცხადდა.
სოფიო კობაიძე: "ერთი საათის წინ მაშველებმა ორი გზააბნეული მოქალაქე იპოვეს ბაკურიანში, დიდველზე ჩამოწოლილ ნისლში გზა აბნეოდათ"...