განახლებული 20, 50 და 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები თებერვლიდან ეტაპობრივად გამოვა და მიმოქცევაში წინა ემისიების ბანკნოტებთან ერთად იქნება. ბანკნოტების ახალი დიზაინის ავტორი ბაჩა მალაზონიაა, თუმცა ესკიზების სრულყოფისათვის ზრუნავდნენ მსოფლიოს წამყვანი კომპანიები: "Giesecke&Devrient" (გერმანია), "De La Rue" (ინგლისი), Oberthur Fiduciaire" (საფრანგეთი).
"ლარის
განახლებულ
ბანკნოტებზე
შენარჩუნებულია
კარგად
ნაცნობი,
ლარის
ბანკნოტების
თავდაპირველი
თემატიკა,
ამავდროულად
ბანკნოტებზე
წარმოდგენილი
ისტორიები
გამრავალფეროვნებულია
ცალკეული
ახალი
ელემენტებით.
განახლებული
დიზაინი
კიდევ
უფრო
მეტი
სიზუსტით
და
თანამედროვე
იერსახით
წარმოაჩენს
საქართველოს
მნიშვნელოვან
კულტურულ-ისტორიულ
მემკვიდრეობას.
ლარის
განახლებულ
ბანკნოტებს
ახასიათებს
მკვეთრად
გამორჩეული
ფერების
სპექტრი,
რომელიც
ჰარმონიულად
არის
შეხამებული
ძირითადი
სიუჟეტების
დომინანტურ
და
კონტრასტულ
ფერებთან",
- აცხადებენ ეროვნულ
ბანკში.
მათივე
ინფორმაციით,
განახლდა
ლარის
ბანკნოტის
ზომებიც.
"ლარის განახლებული ბანკნოტები დაცულია მომხმარებლისათვის მარტივად აღქმადი და ამავე დროს, თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური პროცესის შედეგად მიღებული დამცავი ნიშნებით. მათ შორის დატანილია ნომინალის ამომცნობი ნიშანი სუსტი მხედველობის მქონე პირთათვის".
მოგვიანებით დაგეგმილია 5 და 10 ლარის ნომინალის ბანკნოტების განახლებაც.