თავდაცვის მინისტრი
ადასტურებს, რომ
ჯარისკაცებს დაზღვევა
1-ელ თებერვლამდე
არ ექნებათ, თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ
მათ ჯანმრთელობასთან
დაკავშირებულ ხარჯებს უწყება
დაფარავს.
შესაბამისი კომენტარი ხიდაშელმა
ჟურნალისტებთან გააკეთა,
რითაც გავრცელებულ
ინფორმაციას გამოეხმაურა იმის
თაობაზე, რომ
სამხედრო მოსამსახურეებს
დაზღვევა
შეუჩერდათ.
„ჩატარდა
ტენდერი,
რომელიც გამოცხადებული
იყო, ეს
ჩვეულებრივი ამბავია, არ არის
სასიამოვნო,
მაგრამ ჩვეულებრივია. იანვრის თვეში
თავდაცვის სამინისტრო
აანაზღაურებს ჯანდაცვასთან
დაკავშირებულ ყველა
ხარჯებს, 1-ელი
თებერვლიდან კი,
დაზღვევა ჩვეულებრივ
გაგრძელდება.
სამხედროებისთვის ამ
თვალსაზრისით არაფერი
შეცვლილა,
ვინაიდან მათ ჯანმრთელობაზე
ზუსტად ისევე იზრუნებს
თავდაცვის სამინისტრო, როგორც დაზღვევა
რომ ჰქონოდათ,
უბრალოდ, ჯიბეში
ბარათი 1-ელი
თებერვლიდან ექნებათ“
- განაცხადა თინა ხიდაშელმა