ორი ტურის წარმატებით გავლის შემდეგ, მესამე-ფინალურ ტურში ბორჯომის მე-4 საჯარო სკოლის, მე-4 კლასის მოსწავლემ სოფიო გოგოლაძემ გაიმარჯვა, რომელმაც მაქსიმალური 70 ქულა მოაგროვა.
მათემატიკური ოლიმპიადა "ევერესტის" მე-13 სეზონზე, საქართველოს მასშტაბით ათასობით მოსწავლე მონაწილეობდა.
სოფიო გოგოლაძეს დაჯილდოების ცერემონიალზე ოლიმპიადის დამფუძნებელმა დაჩი ნანობაშვილმა სიგელი და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
გამარჯვებული მოსწავლის პედაგოგი ამალია კოჟორიძეა.