შობის ღამეს ფანჯრებში საშობაო სანთლები აინთება
დღეს ზუსტად 12 საათზე ყველა მართლმადიდებლის ოჯახში
საშობაო სანთელი აინთება. - პატრიარქის ლოცვა–კურთხევით, შობის
დღესასწაულზე, სანთლების ფანჯარაში დანთება უკვე ტრადიციად იქცა.
ღამით ყველა სარკმელთან თითო სანთელი ინთება და ითვლება, რომ ეს
ერთგვარი სიმბოლოა. ხალხს სჯერა, რომ ასე მაცხოვარი მათ სახლებშიც
იბადება. ეს ტრადიცია სათავეს მრავალი წლის წინათ იღებს და ილია
მეორის ინიციატივით, საქართველოში უკვე რამდენიმე წელია
მოქმედებს.