7 იანვარს, 13:00 საათზე ბორჯომში ტრადიციული ალილო გაიმართება. მსვლელობა მოეწყობა დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესიიდან წმ. ნიკოლოზის სახ. საკათედრო ტაძრამდე. მსვლელობა ბორჯომში ყოველწლიურად იმართება.
ალილოს
ისტორია
საქართველოს ყველა კუთხეში შობის ბრწყინვალე დღესასწაულზე განსაკუთრებული განწყობა იგრძნობოდა. წირვის დასრულების შემდეგ, მგალობლები თითოული ჭიშკრის წინ ჩერდებოდნენ და ყველას ქრისტეშობას ულოცავდნენ. მათ თან დაჰქონდათ კალათები, რომლებსაც მოსახლეობა პროდუქტებით, ტკბილეულითა და სხვადასხვა ნივთებით ავსებდა. ალილოს მონაწილეთა მსვლელობა დიდხანს გრძელდებოდა, თუმცა მისი კულმინაცია შეგროვილი შესაწირის გაჭირვებული ოჯახებისთვის გადაცემა იყო. სწორედ ქველმოქმედება დაედო საფუძვლად ალილოს ტრადიციას.
ალილოს საზეიმო პროცესიას წინ სამღვდელოება მიუძღვის და შობის ხატს, საწინამძღვრო ჯვრებს და დროშებს მიაბრძანებს.
ალილო ქართული საგალობელია, რომელიც შობის წინა ღამეს სრულდება. სწორედ საგალობლის სახელწოდება დაედო საფუძვლად საქართველოში საუკუნეების წინ დამკვიდრებულ საშობაო ტრადიციას.