უბედური შემთხვევა ბაკურიანში დღეს რამდენიმე საათის წინ მოხდა. მცირე ზვავის ჩამოწოლის შედეგად, სნოუბორდისტი - ნუგზარ დიაკონაშვილი გარდაიცვალა. ზვავის ჩამოწოლის დროს დიაკონაშვილი თხილამურებით სრიალებდა, თუმცა სათხილამურო ტრასებიდან მოშორებით, გაუკვალავ თოვლში იმყოფებოდა. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.