ხვალიდან სამშენებლო სამუშაოები კვლავ განახლდება. სილამაზის ხიდის რეაბილიტაციის დასრულება იანვრის ნაცვლად 10 თებერვლამდე მოხდება, თუმცა მშენებელი კომპანია ვადის კვლავ გახანგრძლივებას ითხოვს, მიზეზად კი დამატებით სამუშაოებს ასახელებს. სამუშაოების ვადებთან ერთად, შპს "პემი" და მუნიციპალიტეტის გამგეობა საღებავების ხარჯებშიც ვერ თანხმდებიან. ზედამხედველობის განყოფილებაში ირწმუნებიან, რომ ხიდის რეკონსტრუქცია ხარისხიანი მასალით მიმდინარეობს. ხიდის ძირითადი ნაწილი თეთრ ფერში იქნება გადაწყვეტილი, ფეხით სავალი ნაწილი კი მუქ ფერებში შეიღებება. სილამაზის ხიდის სრული რეაბილიტაციისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 113 000 ლარი იხარჯება.