მიუხედავად იმისა, რომ ბაკურიანში დიდი თოვლი არ არის, ბაკურიანის ყველა სასტუმრო მიმდინარე თვის ბოლომდე დატვირთულია.
მოთხოვნაა როგორც მაღალი კლასის ასევე საოჯახო ტიპის სასტუმროებზე.
ბაკურიანში ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში აცხადებენ, რომ გასული წლებისგან განსხვავებით დამსვენებელთა დიდი ნაკადი წელს რუსეთიდან ჰყავთ
ბაკურიანში ახლა ყველაზე მეტად თოვლს ელიან.