2016 წლის 1 იანვრიდან მთის კანონი ამოქმედდა. კანონის მიხედვით, მაღალმთიანი დასახლებების სტატუსის მქონე სოფლები მთელი რიგი შეღავათებით ისარგებლებენ. აღნიშნული სტატუსი ამ დროისთვის 1582 სოფელს მიენიჭა, მათ შორისაა ბორჯომის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელიც: პატარა და დიდი მიტარბი, ანდეზიტი, ბაკურიანი, თორი, ჭიხარულა, ბალანთა, გვერდისუბანი, მაჭარწყალი, წინუბანი, ტაბაწყური, მოლითი, დგვარი, ლიბანი, ტბა, პატარა ცემი, ციხისჯვარი.
კანონის ამოქმედების შედეგად, მთაში ბიზნესი გადასახადებისგან თავისუფლდება, ამ დასალებებში მცხოვრებ პენსიონერებს პენსია 216 ლარით განისაზღვრება; ექიმები და ექთნები, ასვე პედაგოგები მიიღებენ სახელფასო დანამატებს.
იხილეთ მაღალმთიანი დასახლებების ნუსხა http://static.mrdi.gov.ge/5684c8e40cf20aa084759834.pdf
იხილეთ მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონი https://matsne.gov.ge/ka/document/view/2924386