"ევერესტის" შემოდგომა–ზამთრის სეზონის გამარჯვებულთა დაჯილდოება თბილისში გაიმართა. აღსანიშნავია რომ კონკურსში მონაწილეობდა 3000 მეორე კლასელი. აქედან მხოლოდ 100 საუკეთესო დაჯილდოვდა.
ივ. ჯავახიშვილის სახელობის ბორჯომის კერძო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა-ლიცეუმის მე–2 კლასის მოსწავლე მარიამ ბერიძე კი "ოქროს ათეულში" მოხვდა, რისთვისაც დაჯილდოვდა შესაბამისი სიგელით.