შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივით, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში სამინისტროს თანამშრომლებისა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების შვილები საახალწლო წარმოდგენა „კონკიას“ დაესწრნენ.
სპექტაკლის დასრულების შემდეგ, გიორგი მღებრიშვილმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების ოჯახებს შინაგან საქმეთა სამინისტროში უმასპინძლა. მინისტრმა მათ შობა-ახალი წელი პირადად მიულოცა და საჩუქრები გადასცა, მათ შორის იყო ბორჯომელი პოლიციელის - გიორგი ბერუაშვილის შვილი მარიამ ბერუაშვილიც. შს მინისტრთან შეხვედრას მთელი საქართველოდან დაღუპული პოლიციელების 51 ბავშვი ესწრებოდა.