"გამგებლის მოადგილის ვაკანტურ თანამდებობაზე ჯერ-ჯერობით კანდიდატურა არ გვყავს და არავინ მოიაზრება, რევაზ კალაძემ კი თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა" - აცხადებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი დიმიტრი ყიფიანი. ყიფიანი ამბობს, რომ მოადგილეს უახლოეს მომავალში დანიშნავს.
შეგახსენებთ, რომ ბორჯომის გამგებლის მოადგილემ თანამდებობა დატოვა. რევაზ კალაძე ამ თანამდებობაზე 2013 წლიდან მუშაობდა.