ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ რევაზ კალაძემ დაკავებული თანამდებობა დატოვა. განცხადება წასვლის შესახებ კალაძემ 2015 წლის ბოლოს დაწერა.
იგი კონკრეტულ მიზეზზე არ საუბრობს და ამბობს, რომ მუნიციპალიტეტში მუშაობა მის 2016 წლის გეგმებში არ შედის, აქვე დასძენს, რომ სწავლის გაგრძელებას აპირებს.
რევაზ კალაძე ბორჯომის მუნიციპალიტეტში 2012 წლიდან არქიტექტორად მუშაობდა, ხოლო 2013 წელს გამგებლის მოადგილედ დაინიშნა და მშენებლობას ხელმძღვანელობდა.
ვინ დაიკავებს გამგებლის მოადგილის ვაკანტურ თანამდებობას ბორჯომის მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე უცნობია.