საქართველოში რამდენიმე სახეობის სიგარეტი გაძვირდა. 11 %-ით მოიმატა ერთი კოლოფი "პარლამენტის" ღირებულებამ და ქსელურ მარკეტებში 3 ლარისა და 70 თეთრის ნაცვლად მისი ღირებულება ახლა უკვე 4 ლარია. გაიზარდა "მალბოროს" ფასიც ერთ კოლოფ სიგარეტზე მომხმარებელს ახლა 20-30 თეთრით მეტის გახდახდა უწევს. სხვა ბრენდის სიგარეტებზე ჯერ-ჯერობით ფასები უცვლელია. ქსელურ მარკეტებსა და საცალო ვაჭრობის ქსელში იმ სიგარეტის ღირებულება გაიზრდა რომლის იმპორტიორიც "ომეგა" ჯგუფია. გაძვირების სავარუდო მიზეზად კი აქციზის მოსალოდნელი ზრდა სახელდება. სიგარეტის გაძვირების შემდეგი ეტაპი კი უკვე სექტემბერშია მოსალოდნელი. 1-ლი სექტემბრიდან ფილტრიანი სიგარეტის აქციზის ფასი 15 თეთრით, უფილტროსი კი - 5 თეთრით გაიზრდება. საქართველოში თამბაქოს ნაწარმის იმპორტიორი კომპანიების განმარტებით, ფასზე მოლაპარაკება მიმდინარეობს. საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილება მინისტრთა კაბინეტმა მოიწონა.