დღეიდან ბაკურიანის მიმართულებით 24 ადგილიანი მუნიციპალური ავტობუსი იმოძრავებს. ავტობუსი ყოველდღიურად 2 რეისს შეასრულებს.
მგზავრობის ღირებულება არამუნიციპალური ტრანსპორტისაგან განსხვავებით, განახევრებული იქნება და 1.50 ლარი ეღირება.
ბორჯომიდან (ავტოსადგური) ავტობუსი 08:40, და 17:20 გავა, ხოლო ბაკურიანიდან ბორჯომის მიმართულებით ავტობუსი 11:30 და 18:40 იმოძრავებს.
ინიციატივა ბორჯომის მუნიციპალიტეტს და "საზოგადოებრივ ტრანსპორტს" ეკუთვნის.