ამის შესახებ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი. მედიასაშუალებებთან კომენტარი როგორც პრემირის მოვალეობის შემსრულებელმა, ასევე მინისტრთა კაბინეტის მომავალმა ხელმძღვანელმა გააკეთეს.
ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, მან გადადგომისთვის სწორი დრო შეარჩია, საკუთრი პრემიერობის პერიოდი პოზიტიურად შეაფასა და გიორგი კვირიკაშვილს წარმატება უსურვა. რაც შეეხება, სამომავლო გეგმებს, პრემიერის მოვალეობის შემსრულებელმა დაკონკრეტება არ ისურვა და უბრალოდ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე, დასვენებას გეგმავს.
თავის მხრივ, ქვეყანაში განხორციელებული რეფორმებისთვის, ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერის კანდიდატმა გადაუხადა მადლობა. გიორგი კვირიკაშვილმა, ასევე აღნიშნა, რომ მინისტრთა კაბინეტში საკადრო ცვლილებებს არ გამორიცხავს.
უმრავლესობის გადაწყვეტილებას საპარლამენტო უმცირესობაში გამოეხმაურნენ. ოპოზიციაში აღნიშნავენ, რომ კვირიკაშვილი არა უმრავლესობის, არამედ - ბიძინა ივანიშვილის შერჩეული კანდიდატია. ოპონენტების მოსაზრებებს უსაფუძლოს უწოდებენ უმრავლესობაში.