ბორჯომში 9 აპრილის ქუჩაზე კაფე „1+2“ ცეცხლი გუშინ გვიან ღამით გაუჩნდა. კაფეში დამწვარია 5 კვ.მ. ფართობი. კაფეს პოლიციელების მკვლელობისთვის ბრალდებული შალვა აბულაძე გასულ წელს ამუშავებდა, რამდენიმე თვის წინ კი მის ბიზნეს პარტნიორს და მეგობარს, მამედოვების ოჯახს გადაეცა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.