ბორჯომში 9 აპრილის ქუჩაზე კაფე „1+2“ ცეცხლი დღეს გამთენიისას გაუჩნდა. კაფეში დამწვარია 5 კვ.მ. ფართობი. კაფეს პოლიციელების მკვლელობისთვის ბრალდებული შალვა აბულაძე გასულ წელს ამუშავებდა. კაფე ამჯერად მისი მეგობრის საკუთრებაშია. შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში კრიმინალისტები მუშაობენ. დეტალური ინფორმაცია ნახეთ „დღის ქრონიკაში“ 18:00; 21:00 საათზე.