ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტი
დატოვა. გადადგომის შესახებ განცხადება ამ წუთებში მან მთავრობის
კანცელარიაში გააკეთა . "დღემდე თითოეული
ჩემი ნაბიჯი გამომდინარეობდა იმ პასუხისმგებლობიდან, რასაც არჩევანი
მაკისრებდა, როდესაც ვიღებდი გადაწყვეტილებას, იქნებოდა ეს ოჯახის
შექმნის, კარიერის არჩევის თუ პოლიტიკაში წასვლის შესახებ, მაშინ,
როდესაც ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით გავერთიანდით ჩვენი ქვეყნის
გადასარჩენად, ჩვენი ბრძოლა 2012 წელს ჩვენი ხალხის გამარჯვებით
დაგვირგვინდა. მე ნამდვილად მეამაყება, რომ წილად მხვდა პატივი, ამეღო
უდიდესი პასუხიმგებლობა ჩვენი ქვეყნისა და ერის წინაშე, ჩვენს გუნდთან
გამეგრძელებინა ქვეყნის საკეთილდღეოდ დაწყებული საქმე", - განაცხადა
ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტი 2013
წლის წლის 20 ნოემბერს დაიკავა. 2012 წლის 25 ოქტომბრიდან 2013 წლის
20 ნოემბრის ჩათვლით, შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი
ეკავა.