გუშინ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში მიკრო გრანტების პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. მიკრო გრანტების პროგრამის ფარგლებში 5 არასამთავრობო ორგანიზაცია დაფინანსდა. მცირე გრანტების პროგრამა ა.ო. სამცხე-ჯავახეთის მედია-ცენტრმა, ორგანიზაცია ნაკრესთან და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკთან ერთად განახორციელა. პროექტი გაეროს განვითარების პროგრამისა და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა.