შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, საგზაო უსაფრთხოების შესახებ შემუშავებული კანონპროექტის ფარგლებში, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ტრენინგი ჩაუტარდათ. სწავლებას საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული პატრულ-ინსპექტორები ესწრებოდნენ.
ტრენინგის მიზანი იყო საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისთვის, ახალ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით, დამატებითი უნარ-ჩვევების გამომუშავება და მათი გადამზადება, რათა ისინი აქტიურად ჩაერთონ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით წარმოებულ ფართომასშტაბიან კამპანიაში.
სპეციალური კურსის გავლის შემდეგ, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მთელი საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლების დაწყებითი კლასების მოსწავლეებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საინფორმაციო-შემეცნებით გაკვეთილებს ჩაუტარებენ.