საქართველოს დაცული ტერიტორიების რეინჯერებისთვის ბორჯომში 4 დღიანი ტრენინგი ჩატარდა. თემა საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე სამართალდარღვევის გამოვლენა და მასზე შემდგომი რეაგირება იყო. თეორიულ კურსთან ერთად ტრენინგი პრაქტიკულ სწავლებასაც მოიცავდა. ტრენინგის მეორე ეტაპი 19 დეკემბერს იგეგმება.