ბორჯომში სამცხე-ჯავახეთის მედია-ცენტრმა ახალგაზრდული ჩართულობის ცენტრი გახსნა. ცენტრის ბენეფიციარი კონკურსის საფუძველზე შერჩეული 20 უფროსკლასელია. მათთვის ტრენინგები, შეხვედრები და სხვადასხვა აქტივობები იგეგმება. ჩართულობის ცენტრის პრეზენტაციას ამერიკის საელჩოს, PH Internatinal-ის, NDI -საქართველოს, ადგილობრივი ხელისუფლების, განათლების რესურსცენტრის წარმომადგენლები, ბორჯომის საჯარო სკოლების დირექტორები და ახალგაზრდები ესწრებოდნენ. პროექტის მხარდამჭერია PH Internatinal-ი.