„ადგილობრივი თვითმმართველობა – საუკეთესო პრაქტიკა 2015″
მიენიჭა ბორჯომის მუნიციპალიტეტის იმ ორ პროექტს, რომელიც მოსახლეობის
საინფორმაციო უზრუნველყოფას გულისხმობს.
„ბორჯომი ინფო“-ს საშუალებით დაინერგა მოსახლეობისათვის მოკლე
ტექსტური შეტყობინების გაგზავნის სისტემა მუნიციპალიტეტში მიმდინარე
პროექტებისა და ღონისძიებების შესახებ.
საფეხმავლო ტურიზმის განვითარების მიზნით კი ქალაქის ქუჩებისა
და მის გარეუბანში მოხდა საფეხმავლო ბილიკების მარკირება.
სულ 70 მუნიციპალური ერთეულიდან 9 გამარჯვებული მუნიციპალიტეტი გამოვლინდა. კონკურსი საქართველოში წელს პირველად ჩატარდა.