გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან კამპანიას ბორჯომში, სოფელი ციხისჯვარიც შეუერთდა. შიდსის შესახებ შეხვედრა სათემო რესურს-ცენტრში გაიმართა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა ამ თემაზე ახალგაზრდების შეკითხვებს უპასუხა. შეხვედრას ქალთა საინფორმაციო ცენტრის, ფონდი "ტასოს" და ბორჯომის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.