2016 წლიდან 1 იანვრიდან ყველა კატეგორიის მართვის მოწმობას 100 ქულა მიენიჭება და პატრულის მიერ დაჯარიმების შემთხვევაში ქულათა გარკვეული რაოდენობა დააკლდება. შსს-ს ახალ ინიციატივას ბორჯომში ადგილობრივების უმეტესობა უარყოფითად აფასებს. მძღოლები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული რეგულაცია დარღვევების რაოდენობას არ შეამცირებს. განსხვავებული მოსაზრებები აქვთ არასამთავრობო სექტორში.