საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 2016 წლის 1 მარტიდან მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაციის აკრძალვას გეგმავს. უწყების ახალ ინიციატივას ბორჯომში ადგილობრივები აფასებენ. მძღოლების ნაწილი რეგულაციის წინააღმდეგია. აზრი ორად გაიყო არასამთავრობო სექტორში. კანონპროექტის ძირითადი მიზანი ბოლო 3 წლის განმავლობაში მარჯვენასაჭიანი მანქანების გაზრდილი რაოდენობა და გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევებია.