ბორჯომში დღეს სუიციდის შემთხვევა მოხდა. თვითმხილველების თქმით, სოფელ ლიკანში მცხოვრები, 1985 წელს დაბადებული თათია კურტანიძე მდინარე მტკვარში ხიდიდან გადახტა. ახალგაზრდა ქალის ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.