ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა საკრებულოში რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. პროექტი გამგეობას შენიშვნებით დაუბრუნდა. შენიშვნები დეპუტატებმა ძირითადად შეხვედრებზე გამოთქვეს. წერილობით საბიუჯეტო კომისიაში მხოლოდ რამდენიმე მოთხოვნა შევიდა. 2016 წლის ბორჯომის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 18 დეკემბერს უნდა დამტკიცდეს.