ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის 16 დღიან კამპანიას ბორჯომის სკოლა-ლიცეუმიც შეუერთდა. გუშინ 10-ე კლასის მოსწავლეებმა გენდერულ საკითხებზე კონფერენცია გამართეს. ღონისძიებაზე მიწვეული იყო ბორჯომის გენდერული კლუბი, რომლის წევრებმაც კონფერენციის მონაწილეებს საკუთარი საქმიანობა გააცნეს.