ბორჯომში ვაშლოვანის დასახლებაში ყოფილი საავადმყოფოს ინფექციურ განყოფილებაში უკანონოდ შეჭრილი ოჯახები მალე შესაძლოა ღია ცის ქვეშ დარჩნენ. შენობა სადაც ისინი წელიწადზე მეტია ცხოვრობენ, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ბალანსზე გადავიდა. სამინისტრო შენობის რეაბილიტაციას და დევნილების შესახლებას გეგმავს. აქ მცხოვრები მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ადგილობრივი ხელისუფლება კი მათ საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფას ვერ ჰპირდება.