ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში მონიტორინგი უპილოტო საფრენი აპარატითაც განხორციელდება. პარკს აღნიშნული აპარატი სახეობათა კონსერვაციის ცენტრის „ნაკრესის“პროექტის ფარგლებში გადაეცა. საჰაერო მონიტორინგი განხორციელდება ტერიტორიაზე მობინადრე სახეობებზე, ასევე მოხდება სამართალდარღვევების გამოვლენაც. აპარატი ფოტო და ვიდეო გადაღებასაც აწარმოებს. აღნიშნული პროექტი საქართველოს დაცულ ტერიტორიებს შორის პირველად ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ხორციელდება.