ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის
აღების ფაქტზე საბაჟო გამშვები პუნქტის „ვალეს“ მებაჟე ოფიცერი და
დანაშაულში მონაწილე კიდევ სამი თანამზრახველი
დააკავა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა ერთ-ერთ მოქალაქეს,
თურქეთიდან საქართველოში, საბაჟო გამშვები პუნქტ „ვალეს“ გავლით, სამი
კილოგრამი ოქროს განუბაჟებლად შემოტანის სანაცვლოდ მოსთხოვეს 5400 აშშ
დოლარი, ხოლო წინასწარ აიღეს მოთხოვნილი თანხის
ნაწილი.
დანაშაულებრივ ფაქტზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 338 - ემუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს
თავისუფლების აღკვეთას 6 დან 11 წლამდე ვადით.