დაბის ტყეში სამომავლოდ 200 000-მდე სხვადასხვა სახეობის ნერგის გამოყვანა მოხდება და ნახანძრალ ტერიტორიაზე დაირგვება. დაგეგმილია 10 ჰექტარი ტყის მონაკვეთის აღდგენა.
შეგახსენებთ, რომ 2008 წლის ომის დროს ბორჯომში 950 ჰექტარი ტყის მასივი გადაიწვა, აქედან 250 ჰექტარი მთლიანად განადგურდა. გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის ფარგლებში კი 3 წლის განმავლობაში ხის ნერგები 80 ჰექტარ ტყის ფართობზე დაირგო. ეროვნულ სატყეო სააგენტოში ირწმუნებიან, რომ 5 წელიწადში შედეგი შესამჩნევი გახდება და ბორჯომს განახლებული ტყე ექნება.