სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ამჟამად ყვიბისში, სასაფლაომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სოფლის მოსახლეობის ნაწილი აღნიშნული სამუშაოების შესახებ ინფორმირებული არ არის. გამოკითხული რესპონდენტები აცხადებენ, რომ პრიორიტეტად მათ სასმელი წყლის პრობლემა დაასახელეს, ზოგიერთი მათგანი სოფლის კრებას არც დასწრებია. მათი არაინფორმირებულობის მიზეზს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მოქალაქეების პასიურობით ხსნიან. გადაწყვეტილების მიღების პროცესში სოფლის მოსახლეობას აქტიურობისკენ მოუწოდებენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროშიც.