კონფერენცია ბორჯომში გერმანული საერთაშორისო ორგანიზაციის ASB-ის ინიციატივით გაიმართა. განხილვის მთავარი თემა - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ინფორმირება და მომზადება იყო ბუნებრივი კატასტროფების დროს. კონფერენციას ესწრებოდნენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ამ მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, სამაშველო სამსახურის, მედიის და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. აღნიშნულ თემაზე კონფერენცია შეხვედრა ბორჯომში გაიმართა. საინფორმაციო შეხვედრები სამომავლოდ სხვა ქალაქებშიც ჩატარდება.