25 ნოემბერს ქალთა მოძრაობა საქართველოს 14 ქალაქში ადრეულ ქორწინებას გააპროტესტებს.საქართველოში ყოველ დღე 4 არასრულწლოვანი დედა ხდება.საგანგაშოა სტატისტიკა,რომლის მიხედვით 2011 წლიდან 2013 წლის იანვრამდე 7367-მა გოგონამ ადრეული ქორწინების გამო მე-7-9 კლასში განათლების მიღება შეწყვიტა.საპროტესტო ტალღას ბორჯომშიც შეუერთდებიან.ხვალ 25 ნოემბერს 14:00 საათზე რუსთაველის მოედანზე ბორჯომის გენდერული კლუბი ადრეულ ქორწინებას გააპროტესტებს.