გარემოს დაცვის სამინისტრო ბორჯომში, 2008 წლის ომის დროს გადამწვარი ტყის აღდგენის პროცესს აგრძელებს. ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები დაბაში წაღვერის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად იმყოფებოდნენ. გამოყვანილ ნერგებს ისინი სამომავლოდ ნახანძრალ ტერიტორიაზე დარგავენ. დარგვის პროცესში არიან ჩართულები ადგილობრივებიც.