2016 წლის იანვრიდან, ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის და საკრებულოს თანამშრომლები დაახლოებით 20%-ით მომატებულ ხელფასს მიიღებენ. აღნიშნული საკითხის საკრებულოს სხდომაზე განხილვას ხმაური მოჰყვა. საკრებულოს დეპუტატმა საქართველოს ლეიბორისტული პარტიიდან - გიორგი გიუაშვილმა აღნიშნულ საკითხს მხარი არ დაუჭირა და დეპუტატებს ქამრების შემოჭერისკენ მოუწოდა.