საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ, დეპუტატმა - ნინო ბურჯანაძე გაერთიანებული დემოკრატებიდან, ტიმოთესუბანში წყლის პრობლემაზე ისაუბრა. მაია ხრიკაძემ აღნიშნა, რომ სისტემის რეაბილიტაცია სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოხდა, თუმცა მოსახლეობას წყალი დღემდე არ მიეწოდება, გარდა რამდენიმე ოჯახისა. მაია ხრიკაძე აღნიშნავს, რომ ამ საკითხით დაინტერესება მას სოფლის მოსახლეობამ სთხოვა. მის კითხვებს მუნიციპალიტეტის გამგებელმა - დიმიტრი ყიფიანმა უპასუხა.