დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე, დეპუტატმა თავისუფალი დემოკრატებიდან პროტესტის ნიშნად კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო, რადგან სოციალურ საკითხთა და და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიების წევრი აღარ არის. ვანო კოჟორიძის განმარტებით, საკრებულოში ხუთივე მუდმივმოქმედი კომისია ადგილობრივი თვითვმმართველობის კოდექსის მიხედვით არ არის დაკომპლექტებული. ვანო კოჟორიძემ სხდომაზე მოითხოვა, რომ ყველა ფრაქციას მინიმუმ 1 წარმომადგენელი უნდა ჰყავდეს კომისიაში. მისი განცხადებით, ამის შესახებ მან საკრებულოს თავმჯდომარეს განცხადებითაც მიმართა.