ივ. ჯავახიშვილის სახელობის ბორჯომის კერძო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა-ლიცეუმის მოსწავლეები დღეს საკრებულოს სხდომის დაწყებამდე, საკრებულოს თავმჯდომარეს ზაზა ჩაჩანიძეს შეხვდნენ და მათ ირგვლივ არსებულ პრობლემებზე კითხვები დაუსვეს. ამის შემდეგ უფროსკლასელები სხდომასაც დაესწრნენ. სამომავლოდ მოსწავლეების ვიზიტი პარლამენტშიც იგეგმება. აღნიშნული აქტივობები პროექტის ფარგლებში ხორციელდება, მისი მხარდამჭერია ბორჯომის მუნიციპალიტეტი.