ბორჯომში მშენებარე იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფეხით სავალი ნაწილის რეაბილიტაციას მუნიციპალიტეტის გამგეობა უზრუნველყოფს, ამის შესახებ მათ თხოვნა სამინისტროსგან მიიღეს. გარდა ამისა, დაგეგმილია რუსთაველის ქუჩაზე ტურისტული საინფორმაციო ცენტრის რეაბილიტაცია. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მორჩენილი ეკონომია, რომელიც დაახლოებით 42 000 ლარს შეადგენს, სამი სოფლის პრობლემების მოგვარებას მოხმარდება. ამ საკითხებთან ერთად, დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე 2015 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში შესატანი ცვლილებებიც განიხილეს. დეპუტატებმა სულ 19 საკითხი განიხილეს.