დღეიდან ბორჯომში მოსახლეობისთვის C ჰეპატიტსა და შიდსზე უფასო გამოკვლევები დაიწყო. მსურველებს ტესტირებას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ახალციხის რეგიონალური ლაბორატორიის ექიმები უტარებენ. მიმართვიანობა ჯეო-ჰოსპიტალსის ბორჯომის სამედიცინო ცენტრში დილიდან აქტიურად დაიწყო. C ჰეპატიტსა და შიდსზე უფასო, ნებაყოფლობითი სკრინინგული კვლევა ბორჯომში 20 და 24 ნოემბერსაც ჩატარდება. რეგიონებში მიმდინარე აქციის ორგანიზატორი ჯანდაცვის სამინისტროა.