სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი მევლანას გაცვლით პროგრამაში უკვე 2 წელია მონაწილეობს. რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს, უმაღლესი განათლების მიღებასთან ერთად გაცვლითი პროგრამით უცხოურ უნივერსიტეტებში დროებით სწავლის საშუალებაც აქვთ. პროგრამაში მონაწილე სტუდენტების უმრავლესობა ამჟამად დასაქმებულია. ახალციხესა და ახალქალაქში არსებულ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამჟამად 1300-მდე სტუდენტი სწავლობს, მათგან 10-15% ეთნიკურ უმცირესობას წარმოადგენს.