ა(ა)იპ “ოუფენ ნეტი” საყოველთაო მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ინფრასტრუქტურის ქსელის დაგეგმვას ასრულებს. პროგრამის ფარგლებში, საწყის ეტაპზე ინფრასტრუქტურა მთელი საქართველოს მასშტაბით 473 წერტილში შეიქმნება. ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლები ინტერნეტიზაციის პროექტის პირველ ეტაპზე ვერ მოხვდა. სამცხე-ჯავახეთში ინტერნეტით სარგებლობას 37 სოფელი შეძლებს.
პროექტი მოიცავს 10 რეგიონს: აჭარა, იმერეთი, გურია, ქვემო ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, რაჭა-ლეჩხუმი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი, შიდა ქართლი. პროექტის ღორებულება დაახლოებით 150 მილიონ აშშ დოლარია.
მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტს ა(ა)იპ “ოფენ ნეტი” და საკონსულტაციო კომპანია “დეტეკონი” ფონდ ”ქართუს” ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებენ. პროექტი დასრულების შემდეგ 2000-მდე დასახლებულ პუნქტს მოიცავს და მისი მიზანი ინტერნეტქსელების ისეთ დასახლებულ პუნქტებში განთავსებაა, სადაც ინტერნეტპროვაიდერებს დღეს საკუთარი სერვისის მიწოდება არ შეუძლიათ.
წყარო: netgazeti.ge