წელს საქართველოში ოჯახში ძალადობის 591 ფაქტი დაფიქსირდა, აქედან 44 შემთხვევა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მოხდა. თავშესაფრებში მოხვედრა ამ ეტაპზე მხოლოდ მსხვერპლის სტატუსის მქონე ქალებსა და მამაკაცებს შეუძლიათ. ჯანდაცვის სამინისტრო მომავალ წელს თბილისში კრიზისული ცენტრის გახსნას გეგმავს, სადაც მომსახურების მიღება სტატუსის არმქონე ბენეფიციარებსაც შეეძლებათ. შსს კი ოჯახში ძალადობის პრევენციის მიზნით გარკვეულ აქტივობებს ახორცილებს. როგორ აგრძელებენ ცხოვრებას ოჯახში ძალადობისგან თავის დაღწევის შემდეგ, მსხვერპლი ქალები და რამდენად აისახება მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე გადატანილი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა, ნახეთ სიუჟეტში.