ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალში, 16 წლის ახალგაზრდამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ინფორმაციას ტელეკომპანია მე-9 არხი ავრცელებს.
შემთხვევა 8 ნოემბერს, დღის ორი საათისათვის მოხდა. ე.ა საკუთარ სახლში მარტო იყო. გოგონა ჩამომხრჩვალი მეზობელმა და თანაკლასელმა იპოვა.
როგორც მეზობლები ჰყვებიან, გოგონას დედა და ძმა ამ დროს სახლში არ იმყოფებოდა.
რა გახდა 16 წლის გოგონას თვითმკვლელობის მიზეზი უცნობია. მეზობლების თქმით, ე.ა -მ თანაკლასელს ტელეფონზე შეტყობინება გაუგზავნა, სადაც ემშვიდობება და ეუბნება, რომ სიცოცხლის დასრულებამდე ხუთი წუთი დარჩა.
საქმეზე ძიება უკვე დაწყებულია.
შსს-ს ინფორმაციით გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.