ზამთრის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას ხვალ, 5 ნოემბერს დაგეგმილი ჰქონდა წყლის რეზერვუარების გეგმიური გაწმენდითი სამუშაოები, რის გამოც ბორჯომის მოსახლეობას წყლის მიწოდება შეუწყდებოდა.
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა - ნინო რამიშვილმა ტელეკომპანია "ბორჯომთან" განაცხადა, რომ დაგეგმილი სამუშაოები დროებით გადაიდო და ხვალ, ბორჯომის მოსახლეობას წყალი ჩვეულ რეჟიმში მიეწოდება.
წყლის შეწყვეტასთან დაკავშირებით ინფორმაციას წყალმომარაგების კომპანია წინასწარ გაავრცელებს.